კატეგორია: წყლის გასაფილტრი საყოფაცხოვრებო სისტემები
EXPERT STANDARD სასმელი წყლის გასაფილტრი სისტემა
  • ინოვაციური სამსაფეხურიანი სისტემა

  • ეფექტური წმენდა მავნე მინარევებისგან

  • გაფილტრული წყლის დიდი მოცულობა

  • მარტივი მომსახურება

წმენდის 3 საფეხური         ონკანი კომპლექტში

 

კარტრიჯის მარტივი შეცვლის ტექნოლოგია OneTouch

რაოდენობა:
ფასი: 304

ახალი თაობის საყოფაცხოვრებო სამსაფეხურიანი სასმელი წყლის გასაფილტრი სისტემა „EXPERT STANDARD“. მოხერხებული და ორიგინალური სასმელი წყლის ონკანი დაამშვენებს ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოს. კომპაქტური ფილტრები  მონტაჯდება ონკანის ქვეშ კარადაში.  წყალი 3 ეტაპად იწმინდება.

 

1. პირველ საფეხურზე წყალი იწმინდება პირველადად მექანიკური ნაწილაკებისაგან, რომლებიც არის: სილა, ქვიშა და ჟანგი. ჟანგი იწვევს ღვიძლის, კუჭის და კუჭნაწლავის დაავადებებს.

 

2. მეორე საფეხურზე წყალი იწმინდება მძიმე მეტალებისგან, ესენია: სპილენძი ტყვია და სხვა ტოქსიკური მეტალების იონები.  სპილენძის ჭარბობა სასმელ წყალში იწვევს დიაბეტსა და ათეროსკლეროზს. ტყვიის ჭარბობა კი პირდაპირ დარტყმას აყენებს ღვიძლს, ნერვიულ სისტემასა და სისხლძარღვებს. ასევე მეორე საფეხური წყალს არბილებს და აშორებს სიხისტეს, რომელიც იწვევს კენჭოვან დაავადებებს ნაღვლისბუშტში და თირკმელებში.

 

3. მესამე საფეხურზე წყალი იწმინდება დამატებით  ქლორისა და ქლორორგანული ნივთიერებებისაგან და აშორებს წყალს უსიამოვნო სუნსა და გემოს. ქლორი იწვევს ალერგიებს, კანის გაღიზიანებას, იმუნური სისტემის დაქვეითებას, ონკოლოგიურ დაავადებებს.

 

ფილტრების რესურსი – 10000 ლიტრი, საკმაოდ დიდი რესურსი, იმისათვის რომ მოვიხმაროთ სუფთა წყალი არა მარტო დასალევად, არამედ საკვების მოსამზადებლად, ჩაის და ყავის მოსადუღებლად. სრული ეფექტის მისაღებად ფილტრაციის დრო შეადგენს 1 წუტში 2 ლიტრს. ფილტრების ფასიდან და რესურსიდან გამომდინარე, ჩვენი სისტემით გაფილტრული 1 ლიტრი წყლის ფასი გამოდის 1თეთრი. აქედან დაასკვნით თუ რამდენად ეკონოომიურია ბოთლებში ჩამოსხმულ წყალთან შედარებით.