კატეგორია: წყლის გასაფილტრი საყოფაცხოვრებო სისტემები
PROFI OSMO 100 წყლის გასაფილტრი უკუოსმოსური სისტემა
  • თანამედროვე დიზაინი

  • ფილტრაციის მაღალი ხარისხი

  • მოხერხებული სუფთა წყლის ონკანი

  • მარტივი მომსახურება

რაოდენობა:
ფასი: 944

PROFI OSMO 100- ხუთსაფეხურიანი ახალი თაობის საყოფაცხოვრებო სასმელი წყლის გასაფილტრი სისტემა, რომელიც უშუალო აუცილებლობას წარმოადგენს იქ, სადაც სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი არის საგრძნობლად დარღვეული და იქ, სადაც ტექნიკური რეგლამენტი და წყლის ცენტრალური გაყვანილობა საერთოდ არ არსებობს (მაგ: აგარაკები, სოფლები, რაიონული ცენტრები)

კომპლექტში მოყვება მოხერხებული ონკანი, 8 ლიტრიანი რეზერვუარი და ფილტრების 5 საფეხური.

1) PROFI OSMO 100 ს პირველი საფეხური წმენდს წყალს სილისგან და ქვიშისგან (მექანიკური ნაწილაკები 5 მკმ ზე დიდი ზომის )

2) მეორე საფეხური აშორებს წყალს ქლორს და ქლორორგანულ ნივთიერებებს.

3) მესამე საფეხური ახდენს დამატებით მექანიკურ წმენდას სილისგან და ქვიშისგან (1 მკმ ზე დიდი ზომის)

4) მეოთხე საფეხური - ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი, უკუოსმოსის ტიპის, მემბრანული ფილტრი,რომლის ფორები არის 400 ჯერ უფრო მცირე ვიდრე ბაქტერია და 200 ჯერ მცირე ვიდრე ვირუსი. - აშორებს  წყალს პრაქტიკულად ყველა ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებას (სიხისტე, მარილები, მძიმე და ტოქსიკური მეტალების იონები, ბაქტერიები და ვირუსები). ამის შემდეგ წყალი გადადის რეზერვუარში.

5) მეხუთე საფეხური ახდენს დამატებით წმენდას რეზერვუარის შემდეგ, აშორებს წყალს უსიამოვნო სუნს და გემოს.

სისტემის რესურსი შეადგენს 5000ლიტრს.„პროფი ოსმო“ არსებობს 2 ტიპის: ტუმბოიანი და ტუმბოს გარეშე. ტუმბოიანი სისტემა გამოიყენება იქ, სადაც წყლის წნევა არ აღემატება 3 ატმოსფეროს.