წყლის ფილტრი • Nano Filter • წყლის ფილტრები

კომპანია „NANOFILTER“-ი 2012 წლიდან, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე წყალმომზადების და წყალარინების (კანალიზაციის) სფეროში.

შპს „NANOFILTER“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე საწარმოო და მუნიციპალური, სხვადასხვა წარმადობის, წყალმომზადებისა და ჩამდინარე წყლების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟზე. კომპანია გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით, წყლის რესურსების ოპტიმიზაციასა და ეკონომიას. წყლის მართვის სფეროში გამოვლენილი ახალი ტენდენციების გათვალისწინებით,  „NANOFILTER“-ი  უზრუნველყოფს არამარტო წყლის ხარისხის განსაზღვრასა და დიფერენცირებას (სხვადასხვა დანიშნულებისთვის), არამედ, ამ სფეროსთან დაკავშირებული, ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტასაც (ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების პრობლემა – ჩამდინარე წყლების ფილტრაცია და სხვა).

თანამედროვე სამყაროში, ბუნებრივი კატაკლიზმებისა, თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა გარემოზე ზრუნვას. მომხმარებლის უფლება – ჰქონდეს შეუფერხებელი წვდომა სუფთა წყალთან, იქვე აჩენს ვალდებულებას ვიზრუნოთ გარემოზე, მათ შორის ე.წ. “ჩამდინარე წყლების” მკაცრი კონტროლის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ამას პირდაპირ გვავალდებულებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა წყლის მართვა და მასთან დაკავშირებული საკითხები – კერძოდ, ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში, გარემოს დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, წყლის ხარისხის შესახებ, ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავებაა.

წყალმომზადების დარგში გთავაზობთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • მუნიციპალური
  • მრეწველობა
  • თბოენერგეტიკა
  • კვების მრეწველობა
  • ფარმაცეფტიკა
  • საყოფაცხოვრებო
  • აუზები და შადრევნები
  • ჩამდინარე წყლების ფილტრაცია.

 ერთად ვიზრუნოთ გარემოსა და მომავალზე!

კალათა