კატეგორიაფილტრების შესაცვლელი კარტრიჯები
შესაცვლელი კარტრიჯების კომპლექტი BWT BARRIER EXPERT HARD
ფერი:
242 ₾

 

  • 3 საფეხურიანი წყლის ფილტრაცია
  • ფილტრების მარტივი გამოცვლა
  • რესურსი 10 000 ლიტრი

1. პირველ საფეხურზე წყალი იწმინდება  მექანიკური ნაწილაკებისაგან, რომლებიც არის: სილა, ქვიშა და ჟანგი. ჟანგი იწვევს ღვიძლის, კუჭის და კუჭნაწლავის დაავადებებს.

2. მეორე საფეხურზე წყალი იწმინდება მძიმე მეტალებისგან, ესენია: სპილენძი, ტყვია და სხვა ტოქსიკური მეტალების იონები.  სპილენძის ჭარბობა სასმელ წყალში იწვევს დიაბეტსა და ათეროსკლეროზს. ტყვიის ჭარბობა კი პირდაპირ დარტყმას აყენებს ღვიძლს, ნერვიულ სისტემასა და სისხლძარღვებს. ასევე მეორე საფეხური წყალს არბილებს და აშორებს სიხისტის მარილებს, რომელიც იწვევს კენჭოვან დაავადებებს ნაღვლისბუშტში და თირკმელებში.

3.მესამე საფეხურზე წყალი იწმინდება  ქლორისა და ქლორორგანული ნივთიერებებისაგან და მას შორდება უსიამოვნო სუნი და გემო. ქლორი იწვევს ალერგიებს, კანის გაღიზიანებას, იმუნური სისტემის დაქვეითებას, ონკოლოგიურ დაავადებებს.

ფილტრების რესურსი – 10000 ლიტრი, საკმაოდ დიდი რესურსი, იმისათვის რომ მოვიხმაროთ სუფთა წყალი არა მარტო დასალევად, არამედ საკვების მოსამზადებლად, ჩაის და ყავის მოსადუღებლად. სრული ეფექტის მისაღებად ფილტრაციის დრო შეადგენს 1 წუთში 2 ლიტრს.