კატეგორიაწყლის ფილტრი- დოქები
წყლის ფილტრი დოქი BWT BARRIER SMART
ფერი:
100 ₾

თბილისის წყალმომარაგების კომპანია სათაო ნაგებობებში წმენდს წყალს და ქლორავს. ქლორირება წყლის უნებელყოფისთვის არის გამიზნული - ქლორი სპობს ბაქტერიებს და ვირუსებს. სათავეებიდან  ჩვენს ონკანებამდე წყალმა უნდა გაიაროს ათეულობით კილომეტრი ძველ და დაბინძურებულ მილსადენებში.აქედან გამომდინარე, ონკანის წყალს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი წმენდა და ჩვენი კომპანია გთავაზობთ ამისათვის ყველაზე ეფექტურ მეთოდს:

 

ავსტრიული კომპანია BWT BARRIER  ის  მიერ წარმოებული სასმელი წყლის ფილტრი დოქი"SMART"- მოცულობა 3,3 ლიტრი, დაამშვენებს ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოს და მისი ფერების მრავალფეროვნება დააკმაყოფილებს ნებისმიერი დიასახლისის გემოვნებას. ფილტრი-დოქის კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის გერმანული პლასტიკისაგან. მისი დიდი მოცულობა გვაძლევს საუალებას მოვიხმაროთ სუფთა წყალი არა მხოლოდ დასალევად, არამედ სადილის მოსამზადებლად და ყავა და ჩაის მოსადუღებლად. დოქს კომპლექტში მოყვება კარტრიჯი "STANDART" (რესურსი - 350ლ), რომელიც აშორებს წყალს ისეთ მავნე მინარევებს, როგორიცაა:

  • ქლორი და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი და გემო

  • მექანიკური ნაწილაკები (სილა, ქვიშა, ჟანგი)

  • მძიმე მეტალები

  • რკინა

  • სიხისტის მარილები

  • პესტიციდები

  • ნავთობპროდუქტები

შესაცვლელი კარტრიჯების არჩევანი: 

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!