ონკანის წყალში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმის და კალციუმის მარილები, რაც იწვევს წყლის მაღალ სიხისტეს. ადუღებისას ისინი გარდაიქმნება მყარ არახსნად ნადებად, რაც იწვევს საყოფაცხოვრებო ტექნიკის წყობიდან გამოსვლას. თუმცა ამ პრობლემას აქვს გამოსავალი: პროპორციონალური პოლიფოსფატური დოზატორი PICCOMATქვაბებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის, მატებს წყალს სპეციალურ მინერალურ შენაერთებს, რომელიც ეწინააღმდეგება ნადების წარმოქმნას.
მუშაობისპრინციპიდაუპირატესობები:
აქტიური ნივთიერება (პოლიფოსფატი) ემატება წყალს მკაცრად გარკვეული დოზებით, სპეციალური საკეტი მოწყობილობის წყალობით. PICCOMATს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- უსაფრთხო წყალი. რადგან რეაგენტი ემატება მკაცრად განსაზღვრული პროპორციით, მისი არსებობა წყალში არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
- ეკონომიურობა. მცირე პორციებით დოზირების გამო, აქტიური რეაგენტის ერთი ჩატვირთვა ამუშავებს 20 კბ/მ წყალს.
- მუშაობის ვადის გახანგძლივება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის და საქვაბე აღჭურვილობის გამოცვლა ყოველთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბევრად ხელსაყრელია მისი სანდოატ დაცვა დაზიანებისგან.
- ენერგიის ხარჯების შემცირება. პოლიფოსფატის დოზატორის მონტაჟი ქვაბზე ეწინააღმდეგება ნალექის წარმოქმნას, რომელიც არღვევს თბოგაცვლას. ეს გვაძლევს ენერგორესურსების ეკონომიის საშუალებას: თბოგაცვლა იქნება ერთნაირად ეფექტური დანადგარის მონტაჟის მერე რამოდენიმე წლის შემდეგაც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - დამატებითი დაცვა კოროზიისგან: წყალში დამატებული პოლიფოსფატის მარლი, წარმოქმნის მილების კედლების შიდა მხარეს დამცავ შრეს. რის შედეგადაც მილები დაცულია კოროზიისგან და იზრდება მათი მუშაობის ვადა. საბოლოო ჯამში მოწყობილობა უზრუნველყოფს სამმაგ ეკონომიას.